პროექტის პორტფოლიო

დამთვალიერებლები

воскресенье, 16 ноября 2014 г.

მე-8 დღე

    1.      გამეორება
    2.      ფასილიტაციის რესურსის შექმნა
    3.      პორტფოლიოს გადახედვა
    4.      პროექტის პრეზენტაცია 
    5.      რეფლექსია

    გავიმეორეთ წინა მასალა. როგორ უნდა დავგეგმოთ ჩვენი პროექტი ნაბიჯნაბიჯ. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე, მისი შექმნის რესურსებზე. რა პროგრამები უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საგაკვეთილო რესურსების შესაქმნელად. აგვიხსნა ქ-ნმა ქეთევანმა  მისი  დადებითი მხარე, რაც ძალიან დაგვეხმარება ნებისმიერი პროექტის წარმართვაში და მოსწავლეების აქტიურად ჩართვაში.

    შემდეგ გადავავლეთ თვალი ჩვენს პორტფოლიოებს, დავალაგეთ და დავარქვით თვითოეულ დოკუმენტს შესაბამისი სახელი, რათა არ გაგვიჭირდეს მომავალში დოკუმენტებთან მუშაობა. გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები:,, შემოდგომის კლისჩენტო“, ,, წყლის შესახებ“,  ვაჟა-ფშაველა“, ,,ჩემი გორის ისტორია“ - ძეგლების დასუფთავება , ,,ატენის ძეგლები“, ,,სილამაზის აღქმა“, ,,პოლიგლოტები“, ,,რუსი პოეტები საქართელოს შესახებ“, ,,ობოლთა თაშესაფარში ობლების მონახულება“, ,,ყვავილოვანი მცენარეების მოვლა-პატრონობა“ განვიხილეთ თვითოეული და შევაფასეთ, როგორ შეიძლებოდა კიდევ გაკეთებულიყო. 

суббота, 15 ноября 2014 г.

მეშვიდე დღე


1. გამეორება
2. ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
3. პროექტის გეგმაზე მუშაობა
4. რეფლექსია 



გავიმეორეთ წინა გაკვეთილის მასალა. ქალბატონი ქეთევანი  გვესაუბრა, როგორ უნდა გავითვალისწინოთ  ყველა მოსწავლის საჭიროების შესახებ მათი პროექტში ჩართულობის დროს და საგაკვეთილო პროცესებში. როგორ უნდა შევარჩიოთ სუსტი და ძლიერი მოსწავლეებისთვის მისაცემი დავალებები.
გვესაუბრა როგორ უნდა ვიმუშაოთ პროექტის გეგმებზე. როგორ გადავანაწილოთ ჩვენი პროექტი ერთ ან ორ თვეზე. როგორ გავწეროთ ჩვენი სამუშაო თვითოეულ კვირაში. როგორ დაგეგმოთ ყოველივე ეს, რომ გამოგვივიდეს წარმატებული და შედეგიანი პროექტი.

ძალიან კმაყოფილი ამ ტრენინგებით,ადვილად  ვსწავლობთ როგორ გავშალოთ ჩვენი მუშაობა დოკუმენტურად, რომელიც უნდა გამოგვივიდეს აუცილებლად ნათელი, და ერთი წაკითხვით  უნდა გაიგოს ჩვენი პროექტის მიზანი, ამოცანა და შედეგი ჩვენმა ნებისმიერმა შემფასებელმა. 

воскресенье, 9 ноября 2014 г.

6 დღე

1. გამეორება
2. მოსწავლის პრეზენტაცია
3. მოსწავლეთა შეფასება -შეფასების რუბრიკები
4. რეფლექსია

     გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავიხსენეთ პოვერპოინტის დოკუმენტში მუშაობა სლაიდების აწყობის პრინციპები. სტილი და სხვა.

    გავეცანით მოსწავლეთა პრეზენტაციას, თვითშეფასების და სხვადასხვა მასალების გამოყენებით,  მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკებს. გადმოვიტანეთ რესურსებიდან სხვადასხვა რუბრიკების  ნიმუშები და მოვათავსეთ ჩვენს საქაღალდეებში, რასაც ადვილად მოვარგებთ და გამოვიყენებთ ჩვენს პროექტებზე სამუშაოდ.

     ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტით. :)))) 

суббота, 8 ноября 2014 г.

მეხუთე დღე

1. გამეორება
2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3. კომენტარები ბლოგზე
4. მუშაობა ბლოგზე - მოსწავლის ნიმუშის შექმნა
5. რეფლექსი


     გავიმეორეთ წინა ტრენინგზებზე შესწავლილი მასალა. ქალბატონმა ქეთევანმა აგვიხსნა  პროექტში საავტორო  უფლებების  და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების გამოყენების წესზე. რომ საავტორო უფლების დარღვევა  არაეთიკურია და მისაღებია ყოველთვის მითითება ნებისმიესი გამოყენებული მასალის ავტორის შესახებ.
გავეცანით  პროექტზე მუშაობისას გამოყენებული მასალის მითითებას პროექტის დასრულებისას ბოლო ნაწილში.
 ვისწავლეთ კომენტარების წერა, რაც ძალიან  დაგვეხმარება ერთმანეთის პროექტების შეფასებისას.
ყველაზე ძალიან მომეწონა ბლოგზე მუშაობისას მოსწავლის ნიმუშის შექმნა. სადაც ვისწავლეთ  გაჯეტების შექმნა-დამატება. რითაც შევძლებ რომ ჩემი გვერდი გავაკეთო საინტერესო და მრავალფეროვანი.

კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

воскресенье, 2 ноября 2014 г.

მეოთხე დღე

1. გამეორება
2. შეფასების სხვდასხვა  მეთოდების გაცნობა
3. დროში გაწერილი  შეფასების გეგმა
4. პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია
5. მუშაობა ბლოგში
6. რეფლექსია.


    მოგესალმებით,

    გავიმეორეთ წინა გაკვეთილზე გავლილი მასალა, გავიხსენეთ როგორ უნდა დაგვეწერა  სასწავლო პროექტის გეგმა, რა მასალები უნდა გამოგვეყენებინა. გავიხსენეთ სტანდარტები, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მიზნების წერა, მიმართულების მიმცემი კითხვარების სახეები.
      გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, რომელსაც ვიყენებთ პროექტის დაწყებისას, პროექტზე მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულებისას. სადაც ვავსებთ დროის ჩარჩოს და ვაკეთებთ  ჩვენი მუშაობის მოკლე ანალიზს პროექტზე მუშაობისას.
    გავეცანით მასწავლებლის პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციისათვის პოვერპოინტის დოკუმენტზე სლაიდის შექმნას. ვისწავლეთ ძირითადად რამდენი ნაწილისაგან უნდა შედგებოდეს სლაიდი. თუ გამზადებული გვექნება პროექტის გეგმა, ადვილად შეგვეძლება მისი დახმარებით საპრეზენტაციო სლაიდის აწყობა.

     პრეზენტაციის ძირიტადი ნაწილები:
1. თავფურცელი - პროექტის სათაური გვარი, სახელი, კლასი, საგანი
2. თემის შინაარსი
3. შინაარსობრივი სტანდარტი ინდიკატორები
4. პროექტის სასწავლო მიზნები
5. მიმართულების მიმცემი საკვანზო კითხვები
6. შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

     ბოლოს ვიმუშავეთ ბლოგში.ვისწავლეთ ფოტოს ჩასმა, სილკით მონისნული ტექსტის მიბმა, ფონების შეცვლა.


ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით.


суббота, 1 ноября 2014 г.

მესამე დღე

1. გამეორება
2. პროექტის დანიშნულებაზე მუშაობა

  • სტანდარტის დადგენა
  • მიზნის განსაზღვრა
  • მიმართულების მიმცემი კითხვები
3. მუშაობა ბლოგში.


     გავიმეორეთ წინა გაკვეთილზე მომზადებულ ბუკლეტის აგების პრინციპებს. წავიმუშავეთ წორდის დოკუმენტზე.
    ქალბატონმა ქეთევანმა აგვისხნა პროექტის დანიშნულება. როგორ უნდა ვიმუშაოთ პროექტზე, როგორ უნდა დავგეგმოთ იგი ძალიან კარგად, რომ  შედეგი მივიღოთ ძალიან წარმატებული.
     გავეცანით

  •  სტანდარტის   დადგენას. ვიმუშავეთ შესაბამისი  დამხმარე მასალებით, სადაც შერჩეულ სტანდარტებს  შევუსადაგეთ თავისი ინდიკატორები. 

     ვისწავლეთ

  •  როგორ მარტივად შევადგინოთ პროექტის გეგმის მიზანი 
  •  როგორ შევადგინოთ ჩვენი მიზნიდან  გამომდინარე უკვე საბოლოოდ პროექტის გეგმის შეჯამება-შეფასება.  

      როგორ დავალაგოთ და შევადგინოთ მიმართულების მიმცემი კითხვები.  ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი, რომელიც ძალიან დაგვეხმარება პროექტის საკვანძო შეფასება-შეჯამებაში. 

воскресенье, 26 октября 2014 г.

მეორე დღე



1. საშინაო დავალება  - პროექტების მიმოხივლა
2. წინა დღის მასალის განხილვა
3. word-ის ინსტრუმენტების გაცნობა-გამეორება
4. ბუკლეტის დამზადება
5. რეფლექსია


     მოგესალმებით,

     განვიხილეთ საშინაო დავალებები  დაგეგმილი  პროექტების შესახებ. გავიმეორეთ წინა დღის მასალები, გავიხსენეთ  word-ის ინსტრუმენტები, ფოტოს ჩასმა, ცხრილების გადატანა, ტექსტის აკრეფვა - კორექტირება, რაც გამოვიყენეთ ბუკლეტების შექმნისათვის.
    ვმუშაობდით ბუკლეტების შექმნასა და დიზაინზე. კარგი ბუკლეტის შექმნით შეგვეძლება ადვილად დავაინტერესოთ ნებისმიერი ადამიანი პროექტში ჩასართავად .
   შემდეგ ავტვირთეთ ჩვენი მასალები საკუთარ მაილებზე.