პროექტის პორტფოლიო

დამთვალიერებლები

воскресенье, 26 октября 2014 г.

მეორე დღე



1. საშინაო დავალება  - პროექტების მიმოხივლა
2. წინა დღის მასალის განხილვა
3. word-ის ინსტრუმენტების გაცნობა-გამეორება
4. ბუკლეტის დამზადება
5. რეფლექსია


     მოგესალმებით,

     განვიხილეთ საშინაო დავალებები  დაგეგმილი  პროექტების შესახებ. გავიმეორეთ წინა დღის მასალები, გავიხსენეთ  word-ის ინსტრუმენტები, ფოტოს ჩასმა, ცხრილების გადატანა, ტექსტის აკრეფვა - კორექტირება, რაც გამოვიყენეთ ბუკლეტების შექმნისათვის.
    ვმუშაობდით ბუკლეტების შექმნასა და დიზაინზე. კარგი ბუკლეტის შექმნით შეგვეძლება ადვილად დავაინტერესოთ ნებისმიერი ადამიანი პროექტში ჩასართავად .
   შემდეგ ავტვირთეთ ჩვენი მასალები საკუთარ მაილებზე. 

суббота, 25 октября 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე


   მოგესალმებით,
 


   ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით. აქ გავლილი მასალები დამეხმარება კომპიუტერული ტექნოლოგიებით ჩავერთო პედაგოგიურ ცხოვრებაში.
       ეს ტრენინგი დაიწყო ჩვენი გაცნობით. ძალიან მომეწონა ჩვენი ტრენერი ქალბატონი ქეთევან ცერაძე, რომელიც არის  ძალიან კომუნიკაბელური და აქვს კარგი მუშაობის უნარ-ჩვევები ჯგუფთან.
       ჩვენ დღეს ქალბატონმა ქეთევანმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსის  მიზნები. ამოცანები. რაც დაგვეხმარება პროექტების კარად დაგეგმვაში და მის განხორციელებისას კომპიუტერული ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენებაში. რომელიც იქნება ბევრად უფრო დახვეწილი, დასისტემებული და დალაგებული, რაც ყოველივე მოგვცემს საშუალებას  მთლიანად კომპიუტერულად წარმოვაჩინოთ ჩვენი პროექტებზე მუშაობის პროცესი დასაწყისიდან დასასრულამდე.
     გავეცანით ასევე, ინტერნეტ გზამკვლევს (wiever). რომელშიც არის ყველანაირი სახელმძღვანელო  მასალა, რომლითაც შეგვეძლება ნებისმიერს საკითხს გავეცნოთ დაწვრილებით.
      შემდეგ შევისწავლეთ პორტფოლიოს  საქაღალდის  შექმნა.სადაც შეგვეძლება  ჩამოვტვირთოთ  ჩვენი საიტიდან საჭირო  ფორმები და დავალაგოთ  საკითხები სისტემურად  თემატიკის მიხედვით. შევავსოთ და გამოვიყენოთ  შესაბამისად ყველა ელ. ფორმა  ჩვენი პროექტებისათვის.
     გავეცანით კურსის რესურსების  გაცნობა-შენახვას, სადაც შეგვეძლება გავეცნოთ  სხვადასხვა პროექტის გეგმებს და შესაბამისად  გამოვიყენოთ  ჩვენი პროექტის  შექმნისას.
       ასევე გავეცანით პროექტების  განხილვას, გავეცანით გზამკვლევში არსებული   სხვისი პროექტების გეგმებს.
      ვისწავლეთ ბლოგების შექმნა.  გავაკეთეთ ჩვენი რეფლექსია და მოვახდინე მისი შენახვა ჩემს ბლოგზე.



 

ლინკები

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=10    - მასწავლებლის გვერდი

k.tseradze@gmail.com

ict.tpdc.ge
ketitseradze.blogpost.com

bloger.com