მოგესალმებით,
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით. აქ გავლილი მასალები დამეხმარება კომპიუტერული ტექნოლოგიებით ჩავერთო პედაგოგიურ ცხოვრებაში.
ეს ტრენინგი დაიწყო ჩვენი გაცნობით. ძალიან მომეწონა ჩვენი ტრენერი ქალბატონი ქეთევან ცერაძე, რომელიც არის ძალიან კომუნიკაბელური და აქვს კარგი მუშაობის უნარ-ჩვევები ჯგუფთან.
ჩვენ დღეს ქალბატონმა ქეთევანმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსის მიზნები. ამოცანები. რაც დაგვეხმარება პროექტების კარად დაგეგმვაში და მის განხორციელებისას კომპიუტერული ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენებაში. რომელიც იქნება ბევრად უფრო დახვეწილი, დასისტემებული და დალაგებული, რაც ყოველივე მოგვცემს საშუალებას მთლიანად კომპიუტერულად წარმოვაჩინოთ ჩვენი პროექტებზე მუშაობის პროცესი დასაწყისიდან დასასრულამდე.
გავეცანით ასევე, ინტერნეტ გზამკვლევს (wiever). რომელშიც არის ყველანაირი სახელმძღვანელო მასალა, რომლითაც შეგვეძლება ნებისმიერს საკითხს გავეცნოთ დაწვრილებით.
შემდეგ შევისწავლეთ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა.სადაც შეგვეძლება ჩამოვტვირთოთ ჩვენი საიტიდან საჭირო ფორმები და დავალაგოთ საკითხები სისტემურად თემატიკის მიხედვით. შევავსოთ და გამოვიყენოთ შესაბამისად ყველა ელ. ფორმა ჩვენი პროექტებისათვის.
გავეცანით კურსის რესურსების გაცნობა-შენახვას, სადაც შეგვეძლება გავეცნოთ სხვადასხვა პროექტის გეგმებს და შესაბამისად გამოვიყენოთ ჩვენი პროექტის შექმნისას.
ასევე გავეცანით პროექტების განხილვას, გავეცანით გზამკვლევში არსებული სხვისი პროექტების გეგმებს.
ვისწავლეთ ბლოგების შექმნა. გავაკეთეთ ჩვენი რეფლექსია და მოვახდინე მისი შენახვა ჩემს ბლოგზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий